ART ITALY GROUP პროფესიონალთა გუნდია, ხანგრძლივი გამოცდილებით ფინანსების, უძრავი ქონების ინვესტიციებისა და მასპინძლობის სფეროში, რომლის დამფუძნებლები განსხვავებული მიდგომებითა და კონცეფციებით ახდენენ იტალიურ-ქართული თანამშრომლობის პოპულარიზაციასა და გაძლიერებას. F&B კონცეფციის ქვეშ წარმოდგენელია ოთხი განსხვავებული ბრენდი - ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული რესტორნები, რომლებიც 2019 წლიდან შეიყვარეს არამარტო ბათუმელებმა, არამედ ქალაქის სტუმრებმაც. 2019 წლიდან ჩვენმა კომპანიამ განახორციელა 200-მდე სახეობის იტალიური საკვებისა და სასმელი პროდუქტის 30-ზე მეტი იმპორტი, საიდანაც Astoria Prosecco გახდა ჩვენი სტუმრების ერთ-ერთი უსაყვარლესი ცქრიალა ღვინო.
ჩვენი მთავარი მიზანი სტუმრებისთვის განსაკუთრებული განწყობის შექმნაა, რაც გულისხმობს თანამშრომლების, გარემოს, გემოების, ლოკაციის, გამოცდილების, მრავალფეროვნების სინთეზს. ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა შესაბამისი ტრენინგები გაიარეს იტალიაში, დაესწრნენ ღვინისა და გასტრონომიის არაერთ საერთაშორისო ბაზრობას, როგორიცაა SIGEP, Cibus და VinItaly, სადაც გაიცნეს F&B ინდუსტრიის ტენდენციები, რომელთა ადაპტირება ჩვენს გარემოსთან და პრაქტიკაში დანერგვა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ყოველივე ეს გვეხმარება იმ შედეგის მიღწევაში, რომლითაც გვსურს ვიყოთ ფავორიტები ჩვენს ქალაქში და არამხოლოდ.